
1882 -1883 წლებში ილიაჭავჭავაძე ქმნის ღრმა ფილოსოფიური შინაარსის პოემას,,განდეგილი,” - ერთ-ერთ უდიადეს მხატვრულ ნაწარმოებს ქართული მწერლობის ისტორიაში, რომელშიც სულისა თუ ხორცის არჩევანის- ზეციერისა თუ მიწიერის, იდიალურისა თუ მატერიალურის, _,,სააქაოს” მიღება-არ მიღების მარადიული პრობლემაა დასმული. ამ ნაწარმოების მხატვრული ლოგიკით დაგმობილია სოციალური ,,ასკეტიზმი’’ და ეგოცენტრიზმი, ქვეყნისაგან, ცხოვრებისაგან განდგომა, და ადამიანის არსებობის აუცილებელ პირობად , მის უმთავრეს დანიშნულებად ამა სოფლისათვის, მოყვასთათვის ზრუნვაა დასახული.
რამ შთააგონა პოეტს ამ პოემის დაწერა? ილია ჭავჭავაძე , რა თქმა უნდა, იცნობდა ვახუშტიო ბატონიშვილის ნაშრომს ,,აღწერა სამეფოსა საქართველოსა ” და ამ ნაშრომში მოწოდებულ ცნობებს ბეთლემის ( ,,მყინვარის კლდესა შინა არიან ქვაბნი გამოკვეთილნი ფრიად მაღალსა კლდესა და უწოდებენ ბეთლემს. გარნა საჭიროდ ასავალი არ, რამეთუ არს ჯაჭვი რკინისა გარდმოკიდებული ქვაბიდამ და მით აღვლენ. იტყვიან უფლის აკვანსა მუნ, და აბრაამის კარავსა, მდგომსა უსვეტოდ, უსაბლოდ, და სხვათაცა საკვირველთცა”); მაგრამ უთუოდ საფიქრალია, რომ ილიას, რომელიც არაერთხელ ყოფილა ხევში და რაომელიც მუდამ რუდუნებით ჰკრებდა ქართული ზეპირსიტყვიერების მასალებს, უშუალოდაც მოესმინა მოხევეთა მონათხრობი მყინვარწვერის ჭიუხებში რეალურად არსებული გამოქვაბულის შესახებ და ამ ,,წმინდანთ სადგურთან” დაკავშირებული ლეგენდა ბეთლემში ოდესღაც დაყუდებულ მეუდაბნოეზე.
ჩანს პოემას სწორედ ეს ლეგენდა დაედო საფუძვლად. ავტორმა იგი მიუძღვნა თავის მეუღლესა და მეგობარს _ოლღა თადეოსის ასულ გურამიშვილ-ჭავჭვაძისას.
ბეთლემი: მყინვარწვერის სამხრეთ- აღმოსავლეთ ქედზე- ზღვის დონიდან დაახლოებით 4000 მეტრ სიმაღლეზე - კლდოვან მასივში გამოკვეთილი მცირე მოცულობის უსარკმლო სენაკი, რომელიც ძველად (არაუგვიანეს მეატე-მეთერთმეტე საუკუნეებიდან) წარმოადგენდა ბერების ადგილსამყოფელს. სენაკში აღმოჩენილი საეკლესიო ინვენტარი, მონეტები და სხვ. დაცულია ყაზბეგის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.
პოემის დასაწყისში ილია გვიხატავს მყინვარის დიდებულ სურათს:
,,სადაც დიდებულს მთასა მწინვარსა
ორბნი არწივნი ვერ შეჰხებიან,
სად წვიმა-თოვლნი, ყინულადქმნილნი,
მზისგან აროდეს არა ჰდნებიან....”
უწინდელს დროში ღვთისა მოსავთა
გამოუქვაბავთ მუნ მონასტერი
და იმ ყინულში შეთხრილ ღვთის ტაძარს
ბეთლემს უწოდებს დღესაცა ერი....”
უწინდელ დროში აქ ყოფილა განდეგილ ძმათა კრებული, მაგრამ დროთა განმავლობაში ,როდესაც წმინდა მამანი ამ ქვეყნიდან გასულან ღვთის ტაძარი გაუქმებულა... მას შემდეგ ამ წმინდა ადგილს ერთი მეუდაბნოე ბერი შეჰკედლებია, რომელსაც ,,საიქიოსთვის ეს სააქაო
დაუთმია და განშორებია”.
მას შემდეგ, რაც მეუდაბნოე ამ წმინდა ადგილს შეეხიზნა დღესა და ღამეს ლოცვაში ატარებდა, მისი წამება ღმერთმა შეისმინა და მადლის ნიშნად ასეთი სასწაული მოუვლინა: ლოცვის დროს ,,თვის ლოცვანს მწირი ზედ დააყრდენდა,
და ხორცთუსხმელი მზის სხივი იგი
უფლის ბრძნებით ზედ შეირჩენდა”.
No comments:
Post a Comment